დიმიტრი პესკოვი -  ევროკავშირის განზრახვას სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით რუსეთს სანქციები დაუწესოს, უარყოფითად ვაფასებთ

ოფიციალური მოსკოვი უარყოფითად აფასებს ევროკავშირის განზრახვას სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით რუსეთს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ევროკავშირი სკრიპალების საქმეზე რამდენიმე პირისთვის, მათ შორის სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილების ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა, რომ „აღნიშნული პირები უსაფუძვლოდ არიან ეჭვმიტანილი“.

დიმიტრი პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს ამ საქმეზე რუსული მხარისთვის მტკიცებულებები არ წარუდგენია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა იმართება, რომელზეც შედგენილი იქნება ე.წ. შავია სია იმ პირებთან მიმართებაში, ვინც პასუხისმგებელია ქიმიური იარაღის წარმოება და გამოყენებაზე.

არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხება რუსეთის ოთხ მოქალაქეს, რომლებსაც ევროკავშირი პასუხისმგებლად მიიჩნევს სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო