ლევან ხაბეიშვილი - თბილისის მერს მივმართავთ, შპს „ნილთან“ ხელშეკრულება გააუქმოს, რადგან 60 000 ბავშვს რისკის ქვეშ აყენებენ

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერს მიმართავს და ბაღების კვებით მომსახურებისთვის შპს „ნილთან“ ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს.

საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა და აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულებით 60 000 ბავშვს რისკის ქვეშ აყენებენ. მისივე თქმით, ოპოზიცია აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზეც დააყენებს.

„მე თან მაქვს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა, სადაც წერია, რომ კომპანია არაჯეროვნად ასრულებდა მის მოვალეობას, რაც გულისხმობს იმას, რომ დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში 60 000-ზე მეტ ბავშვს ემსახურებოდნენ უხარისხო საკვებით, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ჩვენ დედაქალაქის მერისგან ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გაუქმებას და იმის გადამოწმებას თუ რა ზიანი მიადგა იმ 60 000 ბავშვს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში უხარისხო საჭმელი აჭამეს. გარდა ამისა, ჩვენ ვამზადებთ სარჩელს, რომელსაც აუცილებლად შევიტანთ პროკურატურაში. მთავრობის სხდომაზე აუცილებლად დავაყენებთ კონკრეტულ საკითხს, თუ ვინ იღებს პასუხისმგებობას იმაზე, რომ 60 000 ბავშვს 2019 წელსაც რისკის ქვეშ აყენებენ, რადგან კომპანია, რომელიც 2018 წელს კვებავდა ბავშვეებს, ბაღებს წელსაც უნდა მემსახუროს. საკრებულოს სხდომაზეც დავაყენებთ ამ საკითხს. ოპოზიცია აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, რომ 60 000 ბავშვის კვებასა და ჯანმრთელობას პრობლემა არ შექმნას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო