ილია ელოშვილი N85 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, N85 საჯარო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერის მოადგილემ აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა და ახლად გარემონტებული ჯგუფები დაათვალიერა.

„მინდა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება მივულოცო მშობლებს, მასწავლებლებს და რა თქმა უნდა, ბავშვებს. თბილისის ყველა ბაღი სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა. სკოლამდელი აღზრდა მერიისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. არდადეგების პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ 180-ვე ბაღში, როგორც საჭირო სარემონტო სამუშაოები, ასევე ყველა ის სადეზინფექციო სამუშაო ჩაგვეტარებინა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და აუცილებელია“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ზამთრის არდადეგების პერიოდში, ზოგიერთ საჯარო ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. უფრო კონკრეტულად, N85 ბაგა-ბაღში სამზარეულოს ცალკე შენობაში გადაიტანეს, მის ადგილას კი ორ-სამწლიანთა ჯგუფისთვის ინდივიდუალური შესასვლელით, იზოლირებული საპირფარეშოთი და სათავსოებით, ახალი ოთახი მოეწყო. ბაგა-ბაღს ასევე, ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჭირო კაბინეტები დაემატა.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დედაქალაქში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას უფასოდ იღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო