აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კურორტ აბასთუმნის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დაწყებულია. პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, სეზონურად კურორტზე, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალი ხშირად იმღვრეოდა, რის გამოც აბასთუმანს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.

„მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, ასევე დაგეგმილია ახალი და არსებული რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.727.121 ლარია გამოყოფილი.

შემოდგომიდან, კურორტზე არსებული პრობლემები აღმოიფხვრება, შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა და იქ ჩასული დამსვენებლები უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა