„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულირების გავლენის შეფასების საჯარო განხილვა გაიმართა

სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის, „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების ხელშეწყობა“, მხარდაჭერით, გაიმართა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულირების გავლენის შეფასების საჯარო განხილვა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეფასების მიზანს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა. შეფასებისას, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კანონის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენას გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებთან და პრინციპებთან.

შეფასება ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლების, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფისა (PMCG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსულტანტების მიერ განხორციელდა. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვას საბიუჯეტო დაწესებულებებში.

ღონისძიებას დაესწრნენ საჯარო ფინანსების მართვის და საჯარო მმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგობრივი სამინისტროების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა