ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ მეორე ვადით ლილიან მორი პასკიე აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თავმჯდომარედ მეორე ვადით ლილიან მორი პასკიე აირჩიეს.

სიტყვით გამოსვლისას პასკიემ პარლამენტარებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. მან განაცხადა, რომ „უფრო მეტი ძალისხმევით იმუშავებს, რათა ევროპის საბჭოს ერთიანობა დაიცვას არსებულ რთულ პირობებში“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა წევრმა სახელმწიფომ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ ლილიან მორი პასკიეს კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე ერთადერთი იყო. პირველი ვადით ის 2018 წლის ივნისში იყო არჩეული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა