22 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი

ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

„22 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოში 23 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, ღამით 1-6 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 იანვარს შესაძლებელია მცირე ნალექი, ზოგან -ნისლიც, ჰაერის ტემპერატურა იქნება ღამით -5; 0 გრადუსი, დღისით 4-9 გრადუსი სითბო“, - განაცხადა გვაზავამ.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22-23 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 24-25 იანვარს უმეტესად უნალექო, ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით 7-9 გრადუსი სითბო, ღამით -1;1.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა