სოფო კილაძე - შესაძლოა სამართლებრივი ბაზის შექმნაზე ვიფიქროთ, რათა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება უკეთ იყოს რეალიზებული

ჩვენ შესაძლოა სამართლებრივი ბაზის შექმნაზე ვიფიქროთ, რათა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება უკეთ იყოს რეალიზებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

„ბოლო პერიოდში დაგროვდა საკითხები, რაც სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს აწუხებთ. საჭიროა პრობლემების გადაჭრა. ამიტომ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც არის ძალიან ინკლუზიური. ყველა ვინც დაინტერესებულია საქართველოში რელიგიის თავისუფლების საკითხებით ჯგუფში ჩართულია და აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს. რაც შეგვიძლია საკანონმდებლო ორგანოს, რომ სხვადასხვა მიმართულებით რელიგიის თავისუფლება გავაუჯობესოთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფო კილაძემ.