„GMG გლობალ მოტორს ჯორჯიას“ ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივო და აუცილებელია

„GMG გლობალ მოტორს ჯორჯიას“ ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოჩა როსტიაშვილი საპენსიო რეფორმას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივო და აუცილებელია, რადგან მიმართულია მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.

„საპენსიო რეფორმამ მაღალი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და ეს სრულიად ნორმალურია. მსგავსი მასშტაბის რეფორმა წლებია არ განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში. როგორც იქნა, ვემსგავსებით ევროპულ ქვეყნებს. მიმაჩნია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივო და აუცილებელია, რადგან მიმართულია მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად. ჩემი კომპანია უკვე ჩაერთო საპენსიო სქემაში. რეფორმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ წლების წინ ბანკების მიმართ დაბალი იყო ნდობა, დღეს კი ანაბარზე თანხა დაუფიქრებლად შეგვაქვს. როცა განუზომელ რისკებზეა საუბარი, მე, როგორც ბიზნესმენი ვფიქრობ, რომ ეს იმ მოცულობის ხარჯი არ არის, რომ გავლენა იქონიოს და დააზარალოს მეწარმე! ყველა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა. მე მჯერა, რომ არც საქართველო იქნება გამონაკლისი. შენატანი მოქალაქის და დამქირავებლის მხრიდან იმდენად მინიმალურია, რომ ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საერთო სურათზე. ამის გამო არც ერთი დამქირავებელი არ იტყვის უარს კარგ კადრზე. ამასთანავე, უცვლელი რჩება მოქალაქის სოციალური პაკეტი - სახელმწიფო პენსია. საქართველოს ყველა მოქალაქე, შემოსავლების მიუხედავად სოლიდარულად მიიღებს პენსიის უცვლელ ოდენობას“, - აცხადებს გოჩა როსტიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა