გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში გეგმური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 11:30-დან 18:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში დიღომი, ვეძისი, თელოვანი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელებს ქსანი და ხიდისყური, 13:00-დან 14:00 საათამდე - ციხისძირს, ქანდას, მუხრანს, ძველ ქანდას და მიმდებარე სოფლებს. 13:00-დან 15:00 საათამდე გაითიშებიან მომხმარებლები სოფლებში წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა და ნატახტარი.
ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ბაგიჭალა, ჭოპორტი, აბანოსხევი, ბულაჩაური, აგრეთვე მცხეთის რაიონის სოფლებს მისაქციელი, ნავაზა, ნაოზა, ნავაზარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.