სოფო კილაძე - რომც გვინდოდეს, იმდენ მოსამართლეს ვერ ვიპოვით, რომ სამოსამართლეო სისტემა მთლიანად ჩავანაცვლოთ

რომც გვინდოდეს, იმდენ მოსამართლეს ვერ ვიპოვით, რომ სამოსამართლეო სისტემა მთლიანად ჩავანაცვლოთ, - ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოფო კილაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, პარლამენტი ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით, რომელმაც ვნებათაღელვა გამოიწვია, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს.

“მიკვირს დამოკიდებულება, რაც პროცესის მიმართ გამოვლინდა. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ხარვეზებთან დაკავშირებით, არსებობს სამართლებრივი ბერკეტები და ყველა ის სამართლებრივი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რაც არის ჩვენს ხელთ. მოთხოვნები იმის შესახებ, რომ მთელი სამოსამართლო კორპუსი სასამართლო სისტემიდან გავიყვანოთ და ახალი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, სადაც სრულიად ახალი მოსამართლეები იქნებიან, აბსურდულიც კი არის, რადგან წარმოუდგენელია საქართველოში იმ კვალიფიკაციის მოსამართლეები ვიპოვოთ, რომელიც ყველა ადგილს შეავსებს. რომც გვინდოდეს იმდენ მოსამართლეს ვერ ვიპოვით, რომ სამოსამართლეო სისტემა მთლიანად ჩავანაცვლოთ - ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არის. მგონია, რომ სამართლებრივ გზას უნდა მივყვეთ, რომელიც დიდი ხანია დავისახეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფო კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა