რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს დამოუკიდებლად შეუძლია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება, საკმარისია აშშ-მ ანკარას მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს

თურქეთს დამოუკიდებლად შეუძლია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება, საკმარისია აშშ-მ ანკარას მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენი ძალებით უზრუნველვყოფთ ჩვენი საზღვრების დაცვას. ჩვენით გავუმკლავდებით „ისლამურ სახელმწიფოს“. პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი: საკმარისია თუ მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას გაგვიწევთ. მანბიჯსაც ავიღებთ და პატრონებს დავუბრუნებთ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.

აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში საჭიროა 30 კილომეტრის სიღრმის ბუფერული ზონის შექმნა. თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმა ამ იდეას მხარი დაუჭირა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა