ირაკლი კობახიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ის ძალიან დააკლდება ქართულ ტელესივრცეს, მაყურებელს და კოლეგებს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ლევანის ოჯახსა და მეგობრებს“, -ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დღის ამბების წამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. 33 წლის ჟურნალისტი უცხოეთში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო