ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებაზე - შესაძლოა ეს იყოს ახალი გარიგების ნაწილი „კლანსა“ და  ხელისუფლებას შორის

შესაძლოა ეს იყოს ახალი გარიგების ნაწილი „კლანსა“ და ხელისუფლებას შორის, რომლის მიხედვითაც ჩვენს წინაშე წარდგებიან არა კომპრომეტირებული ადამიანები, არამედ „კლანი“ წარადგენს საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილ პირებს, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მიმართვას, რომლის თანახმად, პარლამენტმა მათი კანდიდატურები აღარ უნდა განიხილოს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ანა დოლიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე დანამდვილებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ „კლანსა“ და ხელისუფლებას შორის რამე ტიპის გარიგება შედგა, თუმცა ამას მომავალი აჩვენებს. ამასთან, იგი მიესალმება მოსამართლეობის კანდიდატების მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას.

„მივესალმები, რომ ამ მოსამართლეებმა თვითონ ხმა ამოიღეს. ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინათ, ეს ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ კარგია, რომ დღეს დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ გაიაზრეს ის, რომ ძალიან ძვირი დაჯდა ის ფორმა, რა ფორმითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს სია წარადგინა. გაიაზრეს, რომ ამ გზით კარიერული პერსპექტივა მათ მიღწეული არ ექნებათ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს შესაძლოა იყოს ახალი გარიგების ნაწილი „კლანსა“ და ხელისუფლებას შორის, რომლის მიხედვითაც ჩვენს წინაშე წარდგებიან არა კომპრომეტირებული ადამიანები, არამედ „კლანი“ წარადგენს საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილ პირებს. ანუ შიგნით მიხეილ ჩინჩალაძე არ იქნება. ეს გარიგება არის, თუ არა, რა თქმა უნდა, ამას დღეს ვერ ვიტყვთ, ამას ვნახავთ მომავალში. მთავარია ეს განცხადება არ იყოს ახლახან მიღწეული ახალი გარიგების ნაწილი იმ მარცხის შედეგად, რომელიც „კლანმა“ იწვნია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო