არჩილ თალაკვაძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზალია პუგლისის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საარჩევნო სისტემის, რეფორმების და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად, ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს