რომან გოცირიძე 10 მოსამართლის განცხადებაზე - ეს არის საზოგადოების შუალედური გამარჯვება, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს

ეს არის საზოგადოების შუალედური გამარჯვება, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებას.

დეპუტატის შეფასებით, როგორც ზემოდან იყო დავალებული ამ სიის წარდგენა, ასევე გაიცა ბრძანება, რომ ამ ფორმით ყოფილიყო სია პარლამენტიდან გაწვეული.

„სხვა მექანიზმი არ არსებობდა სამართლებრივად პარლამენტში განხილვისა და ჩაგდების გარდა. ათი მოსამართლიდან არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს შემობრუნებული ხელმეორედ არც ერთ ეტაპზე. ახლა აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის სამართლიანი, გამჭვირვალე წესის შემუშავება. აქვთ თავიანთი წინადადებები არასამთავრობო სექტორს, ასევე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს. ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გააუმჯობესებს არსებულს. ამასთან, ამ დღეებში შემოვა ჩვენი ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მომზადდა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ და რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა დანიშვნას უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს