სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოსა და დიდუბის რაიონებში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩების მცხოვრებლებს,

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, სამხედორ გზატკეცილის, დიღმის მასივის I და III კვარტლების, სოფელი დიღმის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის, ბოხუას, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, კვანტალიანის, თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, ახმეტელის, ჩაჩავას, სარაჯიშვილის და იასამანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჟღენტის, გურიელის, ელგუჯა ამაშუკელის, ზურაბ მუზაშვილის, შალვა ნუცუბიძის, ხომლის, გამრეკელის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, თავაძის, პაბლო პიკასოს, შატილის, რამაზ ჩხიკვაძის და შავიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანაშიას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, ჩანტლაძის, კოსტავას, პეტრიწის, კაკაბაძის, ესენინის, მუხაძის და სააკაძის ქუჩების მცხოვრებლებს;

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭირნახულის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს;

კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო