ეკა ბესელია -  მოსამართლეების განცხადება კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩემს რწმენას, რომ არ შეიძლებოდა ამ სიის მხარდაჭერა

ეს განცხადება კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩემს რწმენას, რომ არ შეიძლებოდა ამ სიის მხარდაჭერა, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებას. მისი თქმით, შემაშფოთებელია ის შინაარსი, რაც იკითხება ამ განცხადებაში, „ხოტბა-დიდება საბჭოს მიმართ და გაკიცხვა ყველა იმ ადამიანის, ვინც კრიტიკულად აფასებდა ამ პროცესს და შინაარსს". მისივე თქმით, ამ კანდიდატებს პარლამენტი მაინც ჩააგდებდა, შესაბამისად დღევანდელ განცხადებაში სიახლე არაფერია.

„პარლამენტში იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სიის განხილვა შევაჩერეთ გასული წლის დეკემბრის ბოლო თვეს და მხოლოდ ფორმალური საკითხი იყო რა პროცედურით მოხდებოდა ამ სიის მოხსნა დღის წესრიგიდან - ჩვენ, პარლამენტი ვუყრიდით კენჭს და ჩავაგდებდით ამ სიას, თუ თავად საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას. ასე რომ, ეს განცხადება ახლა მხოლოდ ფორმალობაა და არა სიახლე. ამ სიას მხარს რომ არ დავუჭერდით, ეს ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლო კვირას ვთქვით.

ჩემთვის შემაშფოთებელია ის შინაარსი რაც იკითხება ამ განცხადებაში - ხოტბა დიდება საბჭოს მიმართ და გაკიცხვა ყველა იმ ადამიანის, ვინც კრიტიკულად აფასებდა ამ პროცესს და შინაარსს. ეს განცხადება კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩემს რწმენას, რომ არ შეიძლებოდა ამ სიის მხარდაჭერა", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ახლა მთავარია კანონში ცვლილებების პროექტი იყოს იმგვარი, რომ რეალური პროცესი გადმოვიდეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების და პარლამენტს ამ ცვლილებებით გაეზარდოს მანდატი კონსტიტუციის ფარგლებში.

„სწორედ პარლამენტში გახდა შესაძლებელი ამ სიის შეჩერება ჩვენს მიერ და პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სრულად ამ პროცესზე. როგორ უნდა მოხდეს ამ მანდატის ფართოდ და რეალურად, ეფექტურად გამოყენება - ამ ცვლილებებზე მე პირადად ვმუშაობ და გავაცნობ თვის ბოლოს კოლეგებს და დაინტერესებულ პირებს", - აღნიშნა ბესელიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

იხილეთ ვიდეო: ბესელიას რეაქცია: "მოსამართლეების განცხადება კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩემს რწმენას, რომ არ შეიძლებოდა ამ სიის მხარდაჭერა"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა