ელენე ხოშტარია - მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ საახალწლო სპეცოპერაციის ჩატარება ვერ მოახერხა, რათა კანონდარღვევით მთლიანად სასამართლო ხელში ჩაეგდო

მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა ჯანსაღი ადამიანის კონსოლიდირებული პროტესტის შედეგად, ხელისუფლებამ საახალწლო სპეცოპერაციის ჩატარება ვერ მოახერხა, რომ კანონდარღვევით მთლიანად სასამართლო ჩაედგო ხელში, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა. დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას არანაირი მანიპულაციის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.

“უნდა დაიწყოს პროცესი, სადაც არა ფორმალური, არამედ რეალური კრიტერიუმებით მოხდება ამ ადამიანების ფუნდამენტური შესწავლა, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, ისე, როგორც ეს არის ნორმალურ საზოგადოებაში, როდესაც დღეების განმავლობაში ხდება ადამიანების გამოკითხვა, იმსახურებენ თუ არა ისინი მოსამართლეობას. ამ პროცესს ჩვენც უნდა მოვაღწიოთ, რომ ვიყოთ მშვიდად და ხელისუფლებამ სასამართლო საკუთარ კლანჭებში არ ჩაიგდოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა