მამუკა ბახტაძე - საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა

სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიე-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვილნიუსში ქართველი ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხaდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ძალიან ნათელი და პრინციპულია - ყველას ჩართულობით უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც მოხდება მოსამართლეების წარდგენა.

“რაც შეეხება მთავრობის ჩართულობას, ამაზე მე არაერთხელ გავაკეთე ძალიან პირდაპირი განცხადება. საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ “დალაგებას”. ასეთი რამე საქართველოში აღარ მოხდება. რა თქმა უნდა, სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია და საზოგადოებასთან ამის შესახებ ჩვენ ძალიან პირდაპირი დიალოგი გვაქვს”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერი: "დამთავრდა დრო, როდესაც მოსამართლეებს მთავრობა ირჩევდა"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა