კახა ბექაური - უმკაცრესი რეაგირება იქნება, თუ კომპანიებს შორის ფასების შეთანხმების ნიშნები გამოვლინდება

როდესაც ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთად ხდება ასეთი განცხადების გაკეთება, ბუნებრივია, კითხვა ჩნდება, ხომ არ არის ეს შეთანხმებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განუცხადა. მისი თქმით, ბაზარზე არსებული წინასწარი მდგომარეობით არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ფასები გაიზარდოს. ამასთან, კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კომისიას ყველანაირი ბერკეტი აქვს, თუ კომპანიების მხრიდან არაკანონზომიერ ქმედებას ექნება ადგილი, ეს ქმედება აღკვეთონ.

„როდესაც ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთად ხდება ასეთი განცხადების გაკეთება ბუნებრივია, კითხვა ჩნდება, ხომ არ არის ეს შეთანხმებული. ჩვენც გვაქვს ეს კითხვა და ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა. ამას ვებრძოდით ჩვენ ამდენი ხანი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შევცვალეთ დუოპოლია და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროცესები, რომ მეტი კონკურენცია ყოფილიყო, რომ არ ყოფილიყო ფასების შეთანხმება და კარტელური შეთანხმებები. დიდი მუშაობის შედეგად გვგონია, რომ ეს უკან ჩამოვიტოვეთ, შესაბამისად, თუ მსგავსი ნიშნები გამოვლინდება, უმკაცრესი რეაგირება გვექნება“, - აღნიშნა კახა ბექაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო