ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პრე-აქსელერატორის პროგრამა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პრე-აქსელერატორის პროგრამა დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგებს გაუძღვებიან ევროპის ბაზარზე ლიდერი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიები STARTUP WISE GUYS და CIVITTA. მათი მეშვეობით აქსელერაციის პროცესი 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტმა კომპანიამ გაიარა. მათ შორისაა Taxify, ესტონეთის მეოთხე უნიკორნი (მილიარდიანი კომპანია), VitalFields, eaf.fm, Investly, SportID, Wolf3D, Shipitwise და სხვა.

პრე-აქსელერატორის პროგრამა მონაწილეებს საშუალებას მისცემს მაღალკვალიფიციური ტრენერების დახმარებით ბიზნეს იდეები აქციონ წარმატებულ სტარტაპებად.

ბიზნესის მოდელირება, ინვესტორებთან ურთიერთობა, ბაზრის კვლევა, მომხმარებლის იდენტიფიცირება და მოზიდვა, მარკეტინგის საფუძვლები, ფინანსები და ადამიანების მენეჯმენტი - ეს ის საკითხებია, რომლებსაც სტარტაპები პროგრამის ფარგლებში დაეუფლებიან.

აქსელერაცია ინოვაციების სააგენტოს მიერ სრულად ფინანსდება და პროგრამაში მონაწილეობა სტარტაპებისთვის უფასოა. განაცხადების მიღების ბოლოს ვადაა 2019 წლის 31 იანვარი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/7qhz9z

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს