პარლამენტში რელიგიის თავისუფლებაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო ჯგუფი ფართო ჩართულობითაა წარმოდგენილი.

„ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, ჯგუფში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე. მოგეხსენებათ, რელიგიის თემაზე დაგროვდა ისეთი საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს. შესაბამისად, კომიტეტში გადავწყვიტეთ, რომ კომპლექსურად მივუდგეთ ამ საკითხს და ყველას მივცეთ შესაძლებლობა, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე თავად ისაუბრონ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი არის საქართველოში წარმოდგენილ კონფესიებში რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; ამასთან, ისეთი პოლიტიკის განსაზღვრა და კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას, მეორე მხრივ, საზოგადოების საჯარო ინტერესს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა