პრემიერ-მინისტრი ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა

საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა განათლების ფუნდამენტური რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. პრემიერმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ, რომელიც სისტემის ყველა საფეხურს შეეხება.

მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ ევროპა არის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი და ერთადერთი ოჯახი, რომელსაც ქვეყანა ისტორიულად ეკუთვნის.

პრემიერმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ლიეტუვას უმაღლესი განათლების მისაღებად, ასევე მადლობა გადაუხადა ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართულ ენას სწავლობენ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის “სტარტაპების” განვითარების კუთხით, ლიეტუვის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრისა და სტუდენტების შეხვედრა, ვილნიუსის უნივერსიტეტის მე-16 საუკუნის ბიბლიოთეკაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მამუკა ბახატაძემ როგორც ქართველი, ისე ლიეტუველი სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

შეხვედრამდე პრემიერმა უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზი და წმინდა იოანეს ტაძარი დაათვალიერა, ასევე საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს