სოფელ ყვიბისის ტყეში 21 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

ბორჯომთან ახლოს, ტყეში, სოფელ ყვიბისში მცხოვრები 21 წლის სულხან ლომიძის ცხედარი იპოვნეს. ახლობლების ინფორმაციით, სულხანი ტყეში ცხენით იყო წასული. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ცხენიდან გადმოვარდა, დაცემისას გონება დაკარგა და ტყეში გაიყინა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და სწორედ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდება ლომიძის გარდაცვალების მიზეზი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო