არჩილ თალაკვაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან შესაძლოა საქმიანობა ელჩად გააგრძელოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან შესაძლოა საქმიანობა ელჩად გააგრძელოს. აღნიშნული შინაარსის განცხადება თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართული ტყუილი იყო.

თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში იმ მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რის გამო არ აფიქსირებდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საჯარო პოზიციას გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„არათუ ელჩად წასვლას არ ვაპირებ, ის დღეები, 2, 3 და 4 იანვარი მე ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი ქალაქგარეთ და ახალი წლის დღეებს ვხვდებოდი ოჯახის წევრებთან ერთად. თუ ჩემი პოზიცია არ დავაფიქსირე საჯაროდ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩემი პოზიცია და მოვალეობა საპარლამენტო გუნდში არის საერთო პოზიციის დაფიქსირება, რომელიც უმრავლესობისაა და თავს უფლებას ვერ მივცემდი, სანამ კონსულტაციები არ დასრულდებოდა, დამეფიქსირებინა უმრავლესობის პოზიცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო