დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

ევროპულმა კავშირმა უახლოეს პერიოდში, უკრაინელი სამხედრო მეზღვაურების დაკავების გამო, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდერს სამუელსენი წერს.

„რუსეთს ამ დრომდე 24 უკრაინელი მეზღვაური ჰყავს დაკავებული. თუკი მათ უახლოეს დროში არ გაათავისუფლებს, ევროკავშირს მოუწევს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხი განიხილოს. მიუღებელი საქციელია აზოვის ზღვაში“, - წერს მინისტრი.

დღეს, ევროკავშირმა რუსეთის ოთხ მოქალაქეს, მათ შორის „გრუ“-ს ხელმძღვანელს იგორ კოსტიუკოვს, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის სანქციები დაუწესა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა