არჩილ თალაკვაძე - შეგიძლიათ ერთი ან ორი საქმე მითხრათ, სადაც სისტემური უსამართლობა ან სასამართლოს მხრიდან მოქალაქეთა სისტემური უფლებების დარღვევა ჩანს?

მოქალაქეები, როდესაც სიმართლე მათ მხარეს არის, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ამ სასამართლოში ახერხებენ, - აღნიშნული განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური წნეხისგან. მისივე თქმით, არ არსებობს ქვეყანა, სადაც სასამართლო რეფორმა, სასამართლოს სრულყოფა დასრულებულია და ამის ილუზია ვერც საქართველოს ექნება.

“ადმინისტრაციულ დავებში მეტი სამართლიანობა არის უზრუნველყოფილი, რაც კონკრეტული საქმეების სტატისტიკაში ჩანს. სისხლის სამართლის საქმეებში, როდესაც საუბარია ბრალმდებელსა და მოქალაქეებს შორის დავებზე, თუ სტატისტიკას შევხედავთ, არის ბევრად დაბალანსებული, ვიდრე მანამდე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები, როდესაც სიმართე მათ მხარესაა, სიმართლის დამტკიცებას ამ სასამართლოში ახერხებენ. კონკრეტულ საქმეებში გამოიხატა, რომ სასამართლო მართლაც გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან. შეგიძლიათ ერთი ან ორი საქმე მითხრათ, სადაც სისტემური უსამართლობა ან სასამართლოს მხრიდან მოქალაქეთა სისტემური უფლებების დარღვევა ჩანს?“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა