პეტრო პოროშენკო - ისრაელისგან ვსწავლობთ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და შევქმნათ ძლიერი არმია

ჩვენ ისრაელისგან ვსწავლობთ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და შევქმნათ ძლიერი არმია, - ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„მსურს ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და მოგიწვიოთ უკრაინაში, რათა სიტყვით გამოხვიდეთ ჩვენს პარლამენტში, ასევე ერთად ვეწვიოთ ოდესას - ქალაქს, რომელსაც ებრაელი ხალხის უდიდესი ისტორია გააჩნია“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ისრაელსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აფასებს უკრაინის ძალისხმევას ანტისემიტიზმთან ბრძოლაში“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა