მედიის ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში გემებზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ქერჩის სრუტეში ორ გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС სამაშველო სამსახურში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო ათ დაღუპულზე.

„14 ადამიანი დაღუპულია. შესაბამისად, 32 ადამიანიდან 6 ადამიანის ბედი უცნობია. 12 ადამიანი კი გადარჩენილია“, - განაცხადა წყარომ.

ორ გემზე ხანძრის გაჩენა ბორტიდან ბორტზე საწვავის გადაცემას უკავშირდება. არსებული მონაცემებით, ორივე გემი ტანზანიის დროშით არის. ერთზე 15, მეორეზე კი - 17 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ინდოეთისა და თურქეთის მოქალაქეები არიან.

იხილეთ ვიდეო: ქერჩის სრუტეში გემებზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა