კასპის ქუჩა N2-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ავლაბარში, კასპის ქუჩა N2-სა და ქეთევან წამებულის გამზირის N74-ის კუთხეში მდებარე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისური ტიპის ეზოში მდებარე ორსართულიან სახლში მცხოვრებ ცხრა ოჯახს შენობის ავარიულობის გამო, საფრთხე ექნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შენობის სრული გამაგრება დაიწყო. სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 38 445 ლარით დაფინანსდა.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა, სახლის დაზიანებულ ნაწილში ლითონის ელემენტებით ფანჯრისა და კარის ღიობის მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთდ გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ამხანაგობასთან ერთად, ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ. პროექტის მიხედვით, სრულად რეაბილიტირდება შენობის დაზიანებული ნაწილი. ამ დროისთვის, დაწყებულია საძირკვლის გამაგრების სამუშაოები და გაზაფხულზე, ცხრავე ოჯახს კონსტრუქციულად მდგრად სახლს ჩავაბარებთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

კასპის ქუჩა N2-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს