ალეკო ელისაშვილი - მივმართავ პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვძებნოთ რესურსი ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველომ ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა გააგზავნოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ და სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრობლემები თავზე საყრელი გვაქვს, ჩვენგან ორ ნაბიჯში, ჩვენს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, ძალიან მძიმე ვითარებაა. თუ ვინმე ადევნებს თვალყურს, იცის, რომ ახალი წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა და საკომუნიკაციო არხი არის როკის გვირაბი და ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც დიდი თოვლის გამო ჩაკეტილია. ამის გამო მიმოსვლა, კომუნიკაცია და პროდუქტების შეტანა ცხინვალის რეგიონში, მათ შორის ახალგორში, ჯავაში, არის შეწყვეტილი. ცხინვალში უკვე დგას სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი. ეს კატასტროფა შესაძლოა, დღე-დღეზე მოხდეს. ბავშვთა საკვები არ არის, მედიკამენტები თითქმის აღარ აქვთ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეტის ღირსები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გადაწვეს და გაძარცვეს ქართული სოფლები, მოკლეს და შემდეგ ხელი დააფარეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებს, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და იმ რეგიონში უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, ძალიან მძიმე დღეშია. საუბარია მათ შორის ბავშვებზე და მძიმე ავადმყოფებზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და მამუკა ბახტაძეს და დავით სერგეენკოს მიმართა.

„მინდა, მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაიწყონ კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და გამოვძებნოთ რესურსი ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად. შევიტანოთ მედიკამენტები, პირველადი მოხმარების პროდუქტები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯს დიდი ენთუზიაზმით შეხვდებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამდენად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შურისძიებით სავსე კმაყოფილებით კი არ ვუყუროთ ამას, არამედ უნდა გამოვავლინოთ ადამიანური მიდგომა", - განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ალეკო ელისაშვილი - მივმართავ პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვძებნოთ რესურსი ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა