საგარეო უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, ქართველი მეზღვაური სამშობლოში გადმოასვენოს, თუმცა ლიბიური მხარის გამოძიებისგან ნებართვას ელოდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მზად არის, ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე სამშობლოში გადმოასვენოს, თუმცა ლიბიური მხარის გამოძიებისგან ნებართვას ელოდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, ლიბიურ მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

„ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური გადმოვასვენოთ სამშობლოში, თუმცა ამ ეტაპზე ლიბიაში მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები. ველოდებით გამოძიების დასრულებას და შესაბამისი უწყებების ნებართვას, ამის შემდეგ კი გადმოსვენების პროცედურა შეფერხებების გარეშე განხორციელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს. ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, პირველადი დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა. იოსელიანის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ორი კვირის განმავლობაში ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარებული იყო.

იხილეთ ვიდეო: 23 წლის ქართველ მეზღვაურის სამშობლოში გადმოსვენების თარიღი, ჯერ-ჯერობით უცნობია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო