მამუკა კაციტაძე - იუსტიციის საბჭო არის ტექნიკური საშუალება, თუ როგორ უნდა გააკონტროლოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა

იუსტიციის საბჭო არის ტექნიკური საშუალება იმისა თუ როგორ უნდა გააკონტროლოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, - ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში სანდოობის პრობლემაა.

„ამ მოსამართლეთა კორპუსში არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ძალიან ბნელ საქმეებთან, ცუდ გადაწყვეტილებებთან. ეს პირდაპირ მოქმედებს მათ რეპუტაციაზე. განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც ამ მოსამართლეთა კორპუსში ლიდერებს წარმოადენენ. როდესაც ლიდერის მიმართ არის ბევრი კითხვის ნიშანი და პრეტენზიები, ბუნებრივია, დანარჩენებზე ვრცელდება ეს არასანდო დამოკიდებულება. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კანონი და ამ კანონის უმთავრესი დამცველი - სასამართლო სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებისთვის და მოსამართლეთა კორპუსისთვის შესაძლებელია მტკივნეული გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ყველაფრად ღირს, ის რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ სანდოობა გაჩნდეს", - განაცხადა კაციტაძემ.

მან ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლზეც ისაუბრა.

„იუსტიციის საბჭო არის ტექნიკური საშუალება იმისა თუ როგორ უნდა გააკონტროლოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა. ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობა ისეთია, რომ ეს ყველაფერი იუსტიციის საბჭოს სერიოზული თანამონაწილეობითა და ჩართულობით ხორციელდება. რეპუტაციის პრობლემა აქვს იუსტიციის საბჭოს არა როგორც წარმონაქმნს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ამ საბჭოს ქმნიან", - განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს პარლამენტს მიმართეს, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა