ლევან სამუშია - პარლამენტმა უნდა გამოიწვიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მოსამართლეობის კანდიდატების პარტიზანულად წარდგენას

პარლამენტმა უნდა გამოიწვიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მოსამართლეობის კანდიდატების პარტიზანულად წარდგენას, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

„თავიდან საუბარი კრიტერიუმებზე ისე, რომ ამ კრიტერიუმებით წელგამაგრებულები გავიდნენ კრებსითი მურუსიძეები, ყოვლად გამორიცხულია. პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტმა კეთილი უნდა ინებოს და გამოიწვიოს იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მოსამართლეობის კანდიდატების პარტიზანულად წინასაარჩევნოდ წარდგენას. საუბარია მათ მიერ არჩეულ იუსტიცის საბჭოს წევრებზე. იმ წევრებზე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გაუგონარ ქმედებას. ბუნებრივია, ყველა წევრზე არ მაქვს საუბარი. პარლამენტს აქვს ამის უფლება, თუ ისინი ჯეროვნად ვერ და არ ასრულებენ თავის მოვალეობას“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო