სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ დაგროვების საპენსიო სისტემის ამოქმედებას მიესალმება

სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ დაგროვების საპენსიო სისტემის ამოქმედებას მიესალმება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებესთან ერთად ჩნდება ბევრი კითხვა - რამდენად დაცული იქნება ჩვენი დანაზოგი, ვინ მართავს მას ეფექტურად, რა სარგებელს მოუტანს ეს რეფორმა ხალხს და სახელმწიფოს? “ბაუ სტარის” დამფუძნებლის, მალხაზ სოლომნიშვილის განცხადებით, მთავარია ამ კითხვებზე როგორც სააგენტომ, ასევე თავად სახელმწიფომ პასუხები დროულად გასცეს.

„მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად კი აუცილებელია შუალედური ანგარიშების წარმოდგენა და მკაცრი კონტროლი, სად და როგორ იხარჯება თუ მიიმართება თანხები. ასეთი პოლიტიკით რეფორმა ისეთ ნდობას მოიპოვებს, რომ მოქალაქეები თავად მოინდომებენ ჩართვას. წარმატებას ვუსურვებთ სააგენტოს რეფორმის განხორციელებაში“, - განაცხადა მალხაზ სოლომნიშვილმა.

„სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც საპენსიო რეფორმა იწყებოდა, ჩვენთანაც დაგროვებითი საპენსიო რეფორმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც ნორმალურია, არიან ამ რეფორმის მხარდამჭერები და ასევე, 90-იან წლებში დეპოზიტების დაკარგვით იმედგაცრუებულები. უნდა აღინიშნოს, რომ წლების წინ ასეთივე უნდობლობა იყო კომერციული ბანკების მიმართ, თუმცა ამჟამად ეს პრობლემა ამოწურულია.

სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ მიესალმება დაგროვების საპენსიო სისტემის ამოქმედებას. ჩვენი კომპანია უკვე ჩაერთო რეფორმაში, რომელიც მომავალში „ბაუ სტარის „თანამშრომლებს ღირსეული პენსიით უზრუნველყოფს. ეს ძალიან კარგი შანსია მომავალში, როგორც დასაქმებულისთვის ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ეს იქნება ძალიან კარგი ფულადი რესურსი სხვადასხვა სფეროს განსავითარებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა