კახა კალაძე - თბილისის გენერალური გეგმა უახლოეს მომავალში დამტკიცდება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უახლოეს მომავალში დამტკიცდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის საკრებულოში დოკუმენტის საბოლოო ვერსიის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„გენერალური გეგმა უახლოეს მომავალში იქნება დამტკიცებული. მიმდინარეობს რეგულაციებზე მუშაობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის რეგულაციები, რითაც უნდა მოხდეს გენგეგმის აღსრულება, რომელიც არის წარდგენილი თბილისის საკრებულოში“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გენგეგმაზე მუშაობა მერიის წინა მმართველობის დროს, 2015 წელს დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. დოკუმენტის შესაქმნელად მერიამ 2 800 000 ლარი გამოიყო. საკრებულოში გენგეგმის განხილვა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ძალაში 1-ელ იანვარს უნდა შესულიყო, ჯერ დამტკიცებული არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო