კახა კალაძემ ლევან ჩხაიძის ოჯახს მიუსამძიმრა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს მიუსამძიმრა.

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. გისამძიმრებთ მედიის წარმომადგენლებს, თქვენი კოლეგის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ლევან ჩხაიძის ოჯახს, ახლობლებს და ნათესავებს. მართლაც ძალიან დიდი უბედურებაა, რომ დავკარგეთ ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც ყოველთვის ენერგიით, სიყვარულით და სიკეთით იყო სავსე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში, გუშინ გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა