რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვაშინგტონი განაგრძობს მიზეზების ძებნას, რათა პუტინსა და ტრამპს შორის ახალი შეხვედრა არ შედგეს

ვაშინგტონი განაგრძობს მიზეზების ძებნას, რათა ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ახალი შეხვედრა არ შედგეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„პარიზში და ბუენოს-აირესში პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ეს არ იყო დელეგაციების ფორმატში შეხვედრა ფიქსირებული დღისწესრიგით. მიზეზი იმისა, რომ ჰელსინკიში შეხვედრის შემდეგ ახალი სრული ფორმატის შეხვედრა არ შემდგარა ის არის, რომ ვაშინგტონის შიდაპოლიტიკურ ქაოსში არიან ძალები, რომლებიც რუსულ მხარესთან კონტაქტს საძრახისად წარმოაჩენენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

სერგეი რიაბკოვის თქმით, ამერიკული მხარე ყოველთვის პოულობს საბაბს, რომ შეხვედრა არ შედგეს.

„გახსოვთ ალბათ, თუ როგორ გაათამაშეს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი და რა განცხადებები გააკეთეს ამასთან დაკავშირებით, თუ როგორი წინაპირობები წამოაყენეს, რომ შეხვედრა გამართულიყო. ამიტომაც ყველა კითხვები ვაშინგტონს უნდა დავუსვათ“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა