კახა კალაძე მერიაში უშტატო თანამშრომლების დანიშვნაზე - ალბათ, საჭიროება იყო და მოხდა ამის გაკეთება

ალბათ, საჭიროება იყო და მოხდა ამის გაკეთება, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რატომ დაინიშნა მერის მიერ 26 დეკემბერს გამოცემული ბრძანებით 119 უშტატო თანამშრომელი დედაქალაქის მერიაში და რატომ ერიცხებათ მათ ხშირ შემთხვევაში მინისტრზე მაღალი ხელფასი.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს და ჟურნალისტებს მოუწოდა ფაქტით დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიისგან მიიღონ.

„ვერ გეტყვით კონკრეტულად რაზე გაქვთ საუბარი, თუ დეტალურად გაინტერესებთ, მობრძანდით და დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. ალბათ, საჭიროება იყო და მოხდა ამის გაკეთება. თუ გაქვთ ინტერესი და სურვილი რაშია საქმე, მობრძანდით დედაქალაქის მერიაში, ჟურნალისტებისთვის კარი ყოველთვის ღიაა და მიიღებთ სწორ, დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას. გამიჭირდება ახლა ციფრებზე საუბარი ამიტომ მობრძანდით მერიაში“, - განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს