„ბარი-ბარში“ „ლიბერთინსის“ მორიგი წვეულება გაიმართება

„ბარი-ბარში“ (გერონტი ქიქოძის #9) 23 იანვარს „ლიბერთინსის“ წვეულება გაიმართება. „პალიტრა L-ის“ ინფორმაციით, წვეულებაზე მისულებს ელით უამრავი სიურპრიზი და სასიამოვნო საღამო, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ლიბერთინსი“ არის თინეიჯერების ჯგუფი, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში თანამედროვე, პოპულარულ, უცხოურ ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართულ ენაზე გამოსცემს.

„პროექტის „ლიბერთინსი“ მიზანია, თინეიჯერებში წიგნიერების დონის ამაღლება და მათი წიგნთან უფრო მეტად დაახლოვება. პროექტის წარმართვაში, თვითონ თინეიჯერები, „ლიბერთინსელები“ გვეხმარებიან. ისინი ირჩევენ წიგნებს, რომლებიც სურთ, რომ ქართულ ენაზე ითარგმნოს“, - აცხადებს „ლიბერთინსის“ მარკეტინგის მენეჯერი, ნიკოლოზ დვალიშვილი.

„23 იანვარს წვეულებაზე ახალი „ლიბერთინსელების“ წარდგენა გაიმართება. ასევე, მოეწყობა პრეზენტაცია „ლიბერთინსის“, მისი სამომავლო გეგმებისა და ახალი წიგნების შესახებ; ფასდაკლებით გაიყიდება შემდეგი წიგნები: „სამუდამოდ გიკი“, „მინაუ ბლაის წმინდა ტყუილები“ და „მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღსარება“. ეს უკანასკნელი არა მარტო საინტერესო სიუჟეტით, არამედ საინტერესო ყდითაც გამოირჩევა. ის მეტალისაა და გამოსახულებას ირეკლავს. დაგეგმილია, აგრეთვე, გასართობი თამაშები _ ე.წ. „party games“, რომელთა გამარჯვებულებიც პრიზებით დასაჩუქრდებიან. წვეულებაზე ფოტოკონკურსის „ახალი წელი ლიბერთინსთან ერთად“ გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან. კონკურსანტები მონაწილეობას იღებდნენ მათ მიერ გადაღებული საახალწლო თემატიკის ფოტოებით, სადაც „ლიბერთინსის“ ერთ-ერთი წიგნიც იყო აღბეჭდილი. 14 იანვარს, სოც. ქსელში ხმის მიცემის გზით, 2 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ, „ლიბერთინსის“ წვეულებაზე, კომპანიის „Sami” ვირტუოზი მხატვრების მიერ ხელით შესრულებული პორტრეტები გადაეცემათ. წვეულებაზე გაიმართება ლუკა მამნიაშვილის სოლო კონცერტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ლიბერთინსის“ წვეულება _ https://www.facebook.com/events/537961886704346/?__mref=mb

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს