მიხეილ ბატიაშვილი - სკოლების მენეჯმენტმა უნდა იზრუნოს შედარებით მარტივი, მაგრამ მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე

განათლების რეფორმის ფარგლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა სკოლების მხრიდან რიგი ინფრასტრუქტურული საკითხების ადგილზე გადაჭრაზე. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„სკოლების მენეჯმენტმა უნდა იზრუნოს შედარებით მარტივი, მაგრამ მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ადგილზე გადაჭრაზე. შესაბამისად, ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით სკოლების დირექტორებთან, რომ ის რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ოპერატიულად, ადგილზევე გადაიჭრას“ , - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, განათლების რეფორმა საჭიროებს ჯანსაღ გარემოს, რაც განათლების ხარისხის ასამაღლებლად ერთ-ერთი გადამწყვეტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო