თბილისში MAN-ის ტიპის ავტობუსების შემოყვანა თებერვალში დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში ახალი, MAN-ის ტიპის ავტობუსების შემოყვანა თებერვალში დაიწყება და მაისში დასრულდება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 90 ავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა.

„ზუსტად ვერ გეტყვით როდის შემოვა ავტობუსების პირველი ნაკადი თბილისში. თუმცა, ახალი MAN-ის ტიპის 90 ავტობუსი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შემოიყვანოს, თებერვლიდან დაიწყება. პროცესის პირველი ეტაპი მაისში დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 90 ავტობუსი მერიამ 45 მილიონ ლარად შეისყიდა.

მერია ახალი ავტობუსების მეშვეობით „ბოგდანის“ მარკის მოძველებული ავტობუსების ჩანაცვლებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო