თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „რუსთაველის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „რუსთაველის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს ვეფხვის სტილიზებული გამოსახულებით კონსტრუქცია ჩამოიხსნა და ასლით ჩანაცვლდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მეტროსადგურ „რუსთაველის“ რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეფხვის სტილიზებული გამოსახულებით კონსტრუქცია ჩამოიხსნა და ისინი მისი ასლებით ჩანაცვლდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გასული წლის დეკემბერში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ვეფხვის გამოსახულებიანი კონსტრუქცია მისი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, დროებით ჩამოხსნა. სამუშაოების დროს, გამოიცვალა დამცავი ბადე, ხოლო თავად ალუმინის მასალისგან დამზადებული კონსტრუქცია გაიწმინდა და დაიფერა.

ვეფხვის გამოსახულების რესტავრირება საპროექტო დედანის ნახაზების მიხედვით ჩატარდა (გთხოვთ იხილოთ ნახაზები).

აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, სტილიზებული გამოსახულებები იმავე ადგილას, მეტროსადგურის ქვედა ვესტიბიულის კოლონებზე დამონტაჟდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო