თბილისის მერი კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

„კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპებად დავყავით. გვინდოდა, რომ ორივე ზოლი მოწესრიგებული ყოფილიყო, რადგან კომუნიკაციების მოწესრიგებითა და მიწისქვეშა სამუშაოებით, კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. პირველ ეტაპზე, სათადარიგო ზოლების მოწესრიგება გადავწყვიტეთ. აქაც მთლიანად გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგებულია ყველაფერი, რათა გზის გადაკეტვის დროს, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იყოს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ცენტრალური გზის, თარგების მოწესრიგებისა და გამწვანების ჩათვლით, ყველა სამუშაო დასრულდება, ქალაქისთვის ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო არეალი 7.3 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდიური მოეწყობა, ასფალტის საფარი კი სავალ ნაწილზე, დაახლოებით, 70 000 კვ. მეტრზე დაიგება. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელის მოწესრიგება, დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენა და ახლის მოწყობა.

გასულ წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება, შპს „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 10 357 000 ლარი დაიხარჯება.

კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, ისნისა და სამგორის გამგებლებმა, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაათვალიერეს.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს