ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, როგორი პროცედურული მსვლელობა შეიძლება მიეცეს პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის აზრით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, თუ როგორი პროცედურული მსვლელობა შეიძლება მიეცეს პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოხანაშვილმა განუცხადა, არც ერთი იმ კანდიდატის განხილვის საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე პარლამენტშია წარმოდგენილი, დღის წესრიგში არ დგას. დეპუტატის თქმით, პირველ რიგში, დასამუშავებელია უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი პარლამენტში გაჩერებულია. ამ ეტაპზე საკითხს მსვლელობა არ მიეცემა. ასევე სამსჯელო და განსახილველია, თუ როგორ უნდა მივყვეთ პროცედურას. ჩვენი ამოცანაა, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების საკითხი სამუშაო ჯგუფში გადავიტანოთ, სადაც წამყვანი პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტს ექნება - გაიწეროს კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის წარმოდგენა. პარალელურად ალბათ ვიმსჯელებთ წარმოდგენილი სიას სამართლებრივად როგორი მსველელობა შეიძლება მიეცეს - უნდა განიხილო, უნდა ჩააგდო თუ დადო თაროზე“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ანრი ოხანაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს