გარემოვაჭრეების ინფორმაციით, მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ

გარემოვაჭრეებს მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მევლუდ ღარიბაშვილმა განუცხადა, დღეს მოხდა ქალაქის ადმინისტრაციასა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც ზედამხედველობის სამსახურმა მათ მისცა გაფრთხილება, რათა ტერიტორია დაეტოვებინათ და საკუთარი დახლები გაეტანათ. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„ჩვენ სამი დღე მოგვცეს ვადა, რის შემდეგაც უნდა დავტოვოთ ტერიტორია. მსგავსი პირობა ჩვენთვის მიუღებელია და აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ მიმდინარე კვირაში საპროტესტო აქცია გავმართოთ“, - განაცხადა მევლუდ ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო. ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა.

იხილეთ ვიდეო: შეთანხმება ვერ შედგა - გარემოვაჭრეებს მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა