ქეთევან ციხელაშვილი - ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა მიუღებელია - მივმართავ ყველას, გადაიხედოს ეს არა მხოლოდ უკანონო, არამედ არაჰუმანური გადაწყვეტილება

ე. წ. გამშვები პუნქტების გადაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელია - კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, რომ გადაიხედოს ეს არა მხოლოდ უკანონო, არამედ არაჰუმანური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით ე. წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს.

„უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა არის, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც დაკეტილია გადაადგილება ტრანსკამით დიდთოვლობის გამო, და შესაბამისად, არის საკვებზე წვდომის ძალიან რეალური პრობლემა. მე მინდა გითხრათ, რომ ე. წ. გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვების დაწესების დღიდან, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ პარტნიორებთან ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ე. წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს თითქოს რაღაც არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით. მდგომარეობა ეპიდემიური არ არის. ამიტომ, ეს არ არის ადეკვატური საბაბი, რომ მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნას. მე კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, რომ გადაიხედოს ეს არა მხოლოდ უკანონო, არამედ არაჰუმანური გადაწყვეტილება. შეთავაზებულია ყველა გზა და გამოსავალი, რომ ამ პრობლემას მივხედოთ. მოსახლეობას რეალურად აქვს საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა", - განაცხადა მინისტრმა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა