ზურაბ დათუნაშვილი - ჩემი მოთხოვნა არ არის ვინმე დააკავონ,  ჩემი მოთხოვნაა, რომ გეგეშიძეს არ ეკუთვნის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი და უნდა დატოვოს

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და მას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა დათუნაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასამართლოს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბისას მასსა და გეგეშიძეს შორის მოხდა.

დათუნაშვილმა ზაფხულში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა.

"ერთ-ერთი მოჭიდავის ჩაჩოჩება უნდოდა და თავისი მოსწავლის დაყენება. ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენდა არც ერთის, არც მეორის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა. უბრალოდ, გუნდის კაპიტანი ვარ და შემეკითხნენ, როგორ უნდა მომხდარიყო, რაც სიმართლე იყო, ის დავაფიქსირე. ამის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. ჩხუბამდე არ მისულა საქმე, ამის შემდეგ დავტოვე შეკრება. ნაკრებიდან წამოვედი, შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მთხოვეს დავბრუნებულიყავი. მე გავითვალისწინე ყველას თხოვნა, დავბრუნდი, მაგრამ ახლა საქართველოს ჩემპიონატზე, რაც მოხდა, ყველამ ნახეთ, ეს უნდა დასრულდეს", - აცხადებს სპორტსმენი.

მისივე განმარტებით, ის გამოძიებას ენდობა. დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის პოსტი უნდა დატოვოს.

"ჩემი მოთხოვნა არ არის ვინმე დააკავონ. ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ ადამიანს არ ეკუთვნის ფედერაციის პრეზიდენტიის პოსტი და უნდა დატოვოს ფედერაცია. გამოძიებას ვენდობი და ველოდები, რომ სამართლიანად გამოიძიებენ", - აცხადებს დათუნაშვილი.

სასამართლოში ჩვენებას ამ წუთებში თვითმხილველი, ჟურნალისტი მარიამ კევლიშვილი აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს