ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 10 და 12  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულები ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღებისთვის და ძარცვისთვის ორჯერ ნასამართლევი ბ.ლ. და ქურდობისთვის ნასამართლევი ზ.ჩ. ქ.თბილისში, ა.ლ.-ს და ს.ლ.-ს საცხოვრებელ სახლში დანით თავს დაესხნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვეს, რის შემდეგ დაზარალებულებზე ფიზიკურად იძალადეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა.ლ.-ს კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ბ.ლ.-მ და ზ.ჩ.-მ საგამოძიებო ორგანოს არ მისცეს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ნიმუშების აღების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იცნობდნენ სასამართლოს ამ განჩინების შინაარსს, რითიც სამართალდამცველებს განზრახ შეუშალეს ხელი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაში.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის მიერ ზ.ჩ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და მე-3 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით) და სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლა), ხოლო ბ.ლ.-ს ბრალი წარედგინა 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“, მე-3 ნაწილის “ბ“ და მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის) და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ზ.ჩ-ს 10 წლით, ხოლო ბ.ლ.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა